6/27/2012

გამოქვაბული – Lechuguilla მდებარეობს – New Mexico–ში, კერძოდ – “Carlsbad Caverns”–ის ეროვნულ პარკში

გამოქვაბული – Lechuguilla მდებარეობს – New Mexico–ში, კერძოდ – “Carlsbad Caverns”–ის ეროვნულ პარკში. სიგრძის მიხედვით (216,6 კმ) იგი მსოფლიოს მეშვიდე და აშშ–ს ყველაზე ღრმა (489 მ.) გამოქვაბულად მოიხსენიება, თუმცა მისი უჩვეულო გეოლოგიით, იშვიათი ფორმებითა და მომაჯადოებელი სილამაზით ის დღემდე აოცებს მსოფლიო სპელეოლოგებს.












1986 წელს აღმოჩენილი გამოქვაბულის კილომეტრობით კედლები, მთლიანად დაფარულია ჟაბოს ფორმის თხელი კრისტალებით, რომელიც კირქვაზე გოგირდის მჟავის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ თაბაშირ–მინერალს წარმოადგენს.















გამოქვაბულის სიღრმეებში, კი კრისტალების ნაღვენთი 5 მეტრიანი კონუსის ფორმის სვეტებია აღმართული. ყველაზე დაბალ დონეზე მდებარე დარბაზი, რომელიც თითქმის ნახევარი კილომეტრის სიღრმეზეა, 6 მ–ანი კრისტალის შეკიდული და აღმართული სვეტებით გამოირჩევა. ამ თვალწარმტაც დარბაზს სპელეოლოგებმა „თაბაშირის ჭაღებიანი დარბაზი“ უწოდეს.












სწორედ ამ დარბაზის აღმოჩენა მიიჩნიეს მათ გრანდიოზულად, რამდენადაც მსოფლიოს არცერთ სხვა გამოქვაბულში მსგავსი რაიმეს ხილვა არაა შესაძლებელი. მეცნიერებს კიდევ ერთ სიურპრიზად, გამოქვაბულის კედლებზე არსებული ექსტრემოფილის ბაქტერიები მოევლინათ, რომლებიც სულაც არ საჭიროებენ მზის სხივს და კლდოვანი შრეების მინარალებით საზრდოოდბენ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რაოდენ რთული და ამოუცნობია მიწისქვეშა სამყარო.


















გამოქვაბული აღიარებულია ნამდვილ მიწისქვეშა ლაბორატორიად, სადაც აღმოჩენილია თაბაშირისა და რუხი და მოყვითალო შეფერილობის გოგირდის დიდი რაოდენობა. გარდა ამისა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს სპელეოტემები (სპელეოტემები – მინერალური დანალექი, რომელიც წყლის წვეთვის შედეგად ჩნდება), რომელთაგან ზოგიერთი მათგანი უნიკალურთა რიცხვს განეკუთვნება. აქ შესაძლებელია ჰიდრომაგნეზიტური ბურთების, გამოქვაბულის მარგალიტის და სოდისგან წარმოქმნილი თმისა და ფრთების მაგვარი ულამაზესი ფორმების ხილვა.



1986 წელს აღმოჩენილი – Lechuguilla–ს გამოქვაბული დღესაც კვლევის ობიექტად მიიჩნევა და მისი შესასვლელის ადგილმდებარეობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ეს არა მხოლოდ მისი კვლევის პროცესებს და ხელშეუხებლობას უკავშირდება, არამედ გამოქვაბულის ბევრ გასასვლელში შესაძლებელია გაზის ჟონვის შედეგად შეიქმნას აფეთქების საშიშროება, ან ახლომდებარე ტერიტორიის ბურღვის შედეგად შესაძლებელია მისი ჩამოშლა, რაც რაღა თქმა უნდა როგორც გამოქვაბულისთვისაა საზიანო, ასევე ადამიანთათვისაც. ამდენად, ჯერ გამოქვაბული – Lechuguilla დახურულია და ალბათ უახლოეს მომავალში არც გაიხსნება.