6/27/2012

საინტერესო ფაქტები სიზმრის შესახებ




სიზმრები ჩვენი ცხოვრების ერთ – ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული სფეროა. რომაულ ერაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც სენატს განსახილველად რომელიმე კონკრეტულ სიზმარს წარუდგენდნენ ხოლმე ანალიზისა და ახსნისთვის. ითვლებოდა, რომ სიზმრები — ეს იყო ღმერთების გზავნილები. სიზმრის ამომხსნელები სამხედრო მაღალჩინოსნებს ბრძოლებშიც და კამპანიებშიც დაჰყვებოდნენ! ჩვენ ისიც ვიცით, რომ უამრავმა ხელოვან ადამიანმა შთაგონება და კრეატიული იდეები მიიღო სიზმრებიდან.

მაგრამ რა ვიცით ჩვენ სიზმრების შესახებ?

მინდა 13 საინტერესო ფაქტი წარმოგიდგინოთ.1. ჩვენ ვივიწყებთ სიზმრების 90%

გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში ჩვენ უკვე ნახევარი ნანახი სიზმრებთაგანი გვავიწყდება, 10 წუთში კი — 90%.

2. უსინათლო ადამიანებიც ხედავენ სიზმრებს!

ადამიანები, ვინც დაბადების შემდგომ დაკარგეს მხედველობა, ხედავენ ჩვეულებრივ სიზმრებს. ის ადამიანები კი, ვინც უკვე უსინათლოები დაიბადნენ, სიზმარში ვერ ხედავენ გამოსახულებეს, თუმცა მათ სიზმრებში მძაფრად იგრძნობა ხმის, შეხების, სურნელის შეგრძნებები და ემოციები.

3. სიზმრებს ხედავს ყველა!

ყველა ადამიანი ხედავს სიზმრებს(გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ფსიქოლოგიური დარღვევა). თუ ფიქრობ, რომ შენ არ ხედავ სიზმრებს—ე.ი, გავიწყდება!

4. სიზმრებში ვხედავთ მხოლოდ იმ ადამიანების სახეებს,ვისაც ვიცნობთ!

ჩვენი გონება არ ქმნის სახეებს—ჩვენს სიზმრებში ვხედავთ რეალური ადამიანების რეალურ სახეებს, რომლებიც ოდესღაც მაინც გვინახია ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება დავიწყებული გვქონდეს. ცხოვრების განმავლობაში ასობით და ათასობით სახე გვაქვს ნანახი, ასე რომ ჩვენ ტვინს უსაზღვრო მასალა აქვს, რომ ჩვენ სიზმრებში გამოიყენოს.

5. ყველა ვერ ხედავს ფერად სიზმრებს

ხედვის უნარის მქონე ადამიანთაგან 12% ხედავს შავ-თეთრ სიოზმრებს.დანარჩენები კი–ფერად სიზმრებს.1915 წლიდან 1950 წლამდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო,რომ ადამიანთა მეტიწილი შავ-თეთრ სიზმრებს ხედავდა.სიტუაცია შეიცვალა 1960 -იანი წლებიდან. დღეს 25 წლამდე ადამიანთა მხოლოდ 4.4% ხედავს შავ-თეთრ სიზმრებს. უკანასკნელი კვლევების შედეგების მიხედვით გამოთქვეს ვარაუდი,რომ ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას,რომ ამ დროს შავ-თეთრი ფილმი და ტელევიზია გადავიდა ფერადზე.

6. სიზმრებს სიმბოლური დატვირთვა აქვთ

თუ სიზმარში კონკრეტულ საგანს ხედავ, ხშირად ეს იმას არ ნიშნავს,რომ სიზმარი მასზეა. ჩვენი სიზმრები საუბრობენ სიმბოლურ ენაზე. სიზმარში ნანახი სიმბოლო რეალურ ცხოვრებაში ამ სიმბოლოს მმიშვნელობას შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს. (მაგალითად სიზმრად ნანახი ბორბალი შეიძლება სულ სხვა დატვირთვას ატარებდეს, ვიდრე რეალური ბორბალი).

7. ემოციები

ყველაზე ჩვეული ემოცია, რომელსაც სიზმარში განვიცდით ეს არის მღელვარება. უარყოფითი ემოციები უფრო ჩვეულია, ვიდრე პოზიტიური.

8. განმეორებადი სიზმრები

მეტწილად სიზმართა შინაარსი მხოლოდ ერთხელ გვესიზმრება ხოლმე, თუმცა არიან ადამიანები,რომლებსაც განმეორებით უნახავთ სიზმარი— ანუ როდესაც სხვა დროსაც იგივე შინაარსის სიზმარი უნახავთ. ქალების 70% და მამაკაცების 65% უნახავთ განმეორებადი სიზმრები.

9.სიზმრებს ცხოველებიც ხედავენ!

გამოიკვლიეს ბევრი სხვადასხვა ცხოველი და აღმოჩნდა,რომ ძილის დროს მათი ტვინის აქტივობა ემთხვევა ადამიანის ტვინის აქტივობას.გინახიათ როგორ სძინავს ძაღლს? თათებს ისე ამოძრავებს, თითქოს დარბის, ისეთ ხმებს გამოსცემს, თითქოს რაღაცას მისდევს.

10.სხეულის დამბლა.

ძილის დროს დაახლოებით 90-120 წუთის განმავლობაში, REM(rapid eye movement) ძილის დროს სხეული პარალიზებულია,ამას უზრუნველჰყოფს მექანიზმი ტვინში,ეს ხდება იმისათვის,რომ დაიცვას ორგანიზმი ძილის დროს მოძრაობისგან.თუმცა ხდება ხოლმე,რომ ეს მექანიზმი ძილის სხვა ფაზაში ან ტვინის გაღვიძების მომენტისთვის ჩაირთოს.

11. სიზმრისა და რეალობის გაერთიანება.

ჩვენი გონება გარე სტიმულებს, რომლებსაც ძილის დროს განვიცდით,გარდაქმნის სიზმრის შემადგენელ ნაწილებად.ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ, როდესაც გვძინავს და გვესმის რაიმე ხმა,ამას სიზმარი თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს და ჩართავს სიზმარში. მაგალითად, შეიძლება სიზმარში ხედავდე,რომ ხარ კონცერტზე—ამ დროს კი რეალურად შენი ძმა უკრავს გიტარაზე და მძინარეს ეს გესმის.

12. ქალების და მამაკაცების სიზმრები განსხვავდებიან

მამაკაცები, ძირითადად სხვა მამაკაცებს ხედავენ სიზმარში. მამაკაცის სიზმარში პერსინაჟთა 70% მამაკაცია.ქალის სიზმრები კი ერთნაირ რაოდენობა ქალის და მამაკაცის პერსონაჟებს შეიცავს. გამომდინარე აქედან, მამაკაცებს უფრო აგრესიაული ემოციები აქვთ სიზმარში, ვიდრე ქალებს.

13. წინასწარმეტყველური სიზმრები

კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ ადამიანთა 18% დან 38%მდე ერთხელ მაინც უნახავთ წინასწარმეტყველური სიზმარი,ხოლო 70% განუცდია დეჟავიუ( დéჯà ვუ). ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი,ვისაც სჯერათ წინასწარმეტყველური სიზმრების კიდევ უფრო დიდია—ის შეადგენს 63-98%.

და ბოლოს, როგორც მარშა ნორმალი ამბობს: ,,სიზმრები ილუსტრაციებია … იმ წიგნიდან,რომელსაც ჩვენი სული ჩვენს შესახებ წერს.’’

ბლოგიდან: http://ketusi.com/