6/27/2012

ლოკუს კონტროლი ანუ იღებ თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას?

როტერი არის ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა თეორია ლოკუსის კონტროლის შესახებ. კონტროლის ლოკუსი მიუთითებს იმაზე თუ ადამიანი სად ხედავს თავის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიზეზს, როგორ აღიქვამს მას ანუ რამდენად სჯერა, რომ იგი საკუთარ ქცევას აკონტროლებს თუ ის ბედისწერით და სხვა გარეშე მოვლენებით წარიმართება.

არსებობს ლოკუს კონტროლის ორი ტიპი: გარე ანუ ექსტერნალი და შიდა ანუ ინტერნალი.



ახლა კი მოკლედ დავახასიათოდ თითოეული ტიპის თავისებურებები.
ექსტერნალები: არიან ადამიანები რომლებიც მათ ცხოვრებაში მომხდარ თავის წარუმატებლობას თუ წარმატებას პასუხისმგებლობას აკისრებენ გარეშე ფაქტორებს როგორიცაა ბედი და იღბალი. არიან უფრო პასიურები, ვიდრე ინტერნალი იმის, გამო რომ არ შეუძლია კონტროლი მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე აიღონ. ამით ისინი ცდილობენ თვითშეფასება შეინარჩუნონ როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში ისე გარემო პირებთან.

არიან ემოციურები., გამოირჩევიან კომფლიქტურობით, ნაკლებ ეფექტური არიან ჯგუფურ მუშაობაში. ხშირ შემთხვევაში ლოკუს კონტროლის გადააქვთ არა მარტო ბედ-იღბალზე, არამედ მის გარშემო მყოფ ადამიანებზე და ხშირად ეს ხდება მათ ცხოვრებაში კონფლიქტების მიზეზი.
ინტერნალები: ექსტერნალების საპირისპირო ადამიანები არიან, რომლებიც თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და ნებისმიერ წარმატებას თუ წარუმატებლობას მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს ისინი უმეტეს შემთხვევაში ისეთ ფაქტორებს აბრალებენ როგორიცაა უნარები და ნიჭი, არიან ასევე უფრო აქტიურნი, ისინი თვლიან რომ მათი ბედ-იღბალი მათ ხელშია, ახორციელებენ მიზანმიმართულ აქტივობას. უფრო რისკიანები არიან ვიდრე ექსტერნალები, ემოციურად გაწონასწორებულები, კარგად მუშაობენ ჯგუფებში, გამოირჩევიან მაღალი კომუნიკაციის უნარით.
ექსტერნალთან და ინტერნალთან დაკავშირებულია ისეთი ცნება, როგორიცაა თვითფლობა. ექსტერნალებს აქვთ დაბალი თვითფლობის უნარი, ხოლო ინტერნალებს მაღალი. თვითფლობა

გთავაზობთ ტესტს, რომლის შევსების შემთხვევაში მიიღებთ პასუხს კითხვაზე ექსტერნალი ხართ თუ ინტერნალი.

ინსტრუქცია: კითხვარი შედგება წყვილ ა და ბ მტკიცებისგან. გთხოვთ მადგან აირჩიოთ ერთ-ერთი, რომელიც პირადათ თქვენ უფრო სწორად მიგაჩნიათ. სწორი და არა სწორი პასუხები არ არსებობს. გთხოვთ პასუხები დაკვირვებით შეარჩიოთ, მაგრამ ძალიან ბევრი დროც არ მოანდომოთ. ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ სწორად მიგაჩნიათ ორივე მტკიცებულება ან არცერთი. ამ შემთხვევაში შეარჩიეთ ისეთი, რომელიც მეტად სწორად მიგაჩნიათ და შემოხაზეთ ის.

1 ა) ბავშვები ხშირად აწყდებიან ხიფათს, რადგან მშობლები მათ ზედმეტად მკაცრად ექცევიან.
ბ) უმრავლესი ბავშვის პრობლემა ჩვენს დროში არის ის, რომ მშობლები მათ
ზედმეტად რბილად ექცევიან.
2. ა) ცხოვრებაში ადამიანთა უსიამოვნებათა მიზეზი ნაწილობრივ უიღბლობაა.
ბ) უსიამოვნებები, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, მისსივე შეცდომების შედეგია.
3. ა) ომების ერთ-ერთი ძირიდათი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები პოლიტიკიდსადმი საკმაო ინტერეს არ იჩენენ.
ბ) ომები ყოველთვის იქნება, როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანები მის თავიდან აცილებას.
4. ა) საბოლოო ჯამში ადამიანი დამსახურებულ აღიარებას პოულობს.
ბ) სამწუხაროდ, მცდელობების და მიუხედავად ინდივიდი შეიძლება აღიარების გარეშე დარჩეს.
5. ა) აზრი იმის შესახებ, რომ ლექტორი სტუდენტების მიმართ უსამართლონი არიან არასწორია.
ბ) სტუდენტთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდ ზეგავლენას ახდენს მათ შეფასებაზე შემთხვევითობა.
6. ა) ხელშემწყობი პირობების გარეშე ადამიანი წარმატებული ხელმძღვანელი ვერ იქნება.
ბ) უნარიანი ადამიანები იმიტომ ვერ ხდებიან ხელმძღვანელები, რომ თავის დროზე ვერ იყენებენ შესაძლებლობებს.
7. ა) რამდენიც უნდა ეცადო ყველას მოსაწონი ვერ იქნები
ბ) ადამიანები სხვების მოწონებას იმიტომ ვერ იმსახურებენ, რომ არ იციან როგორ მოიქცნენ მათთან.
8. ა) პიროვნების ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში ძირიდათ როლს მემკვიდრეობა ასრულებს.
ბ) ინდივიდის ცხოვრებას გამოცდილება განსაზღვრავს.
9. ა) მე ხშირად დარწმუნებულივარ, რომ რაც მოსახდენია მოხდება.
ბ) ბედის იმედზე ყოფნა ხელს არ მოგცემს. სჯობია თვითონ გადაწყვიტო როგორ იმოქმედო.
10. ა) კარგად მომზადებული სტუდენტისათვის თითქმის არ არსებობს უსამართლო გამოცდა.
ბ) საგამოცდო კითხვები ხშირად იმდენად მოწყვეტილია სასწავლო საგანს, რომ სწავლას აზრი ეკარგება.
11. ა) წარმატება სერიოზული შრომით მიიღწევა, იღბალი თითქმის არაფერ შუაშია.
ბ) კარგი ადგილის პოვნა იმაზეა დამოკიდებული, რომ საჭირო დროს შესაბამის ადგილზე აღმოჩნდე.
12. ა) რიგითმა მოქალაქემ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე.
ბ) მსოფლიოს მართავს ძალაუფლების მქონე ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რიგით მოქალაქეებს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ.
13. ა) როცა რაიმეს ვგეგმავ, მის განხორციელებაში თითქმის დარწმუნებული ვარ.
ბ) ზოგჯერ აზრი არ აქვს წინასწარ დაგეგმვას, რადგან ბევრი რამ ბედზეა დამოკიდებული.
14. ა) ზოგიერთი ადამიანი არავითარი ღირებულების მქონეა.
ბ) ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი.
15. ა) ჩემთვის იმის მიღწევა რაც მსურს, საერთო არაფერი აქვს იღბალთან.
ბ) ზოგჯერ არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილება მივიყებთ თუ როგორ მოვიქცეთ.
16. ა) უფროსად გახდომა ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის აღმოაჩნდა იღბალი ყოფილიყო პირველი შესაბამის ადგილას.
ბ) სამუშაოზე შესაბამის პოზიციაზე ადამიანის დასაქმება ხელმძღვანელის უნარზეა დამოკიდებული, იღბალი აქ არაფერ შუაშია.
17) ა) ადამიანთა უმრავლესობა მსოფლოი მოვლენათა მსხვერპლი ვართ, რომელთა გაგება და კონტროლირება არ შეგვიძლია.
ბ) პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში აქტიური მონაწილეობით ადამიანებს შეუძლიათ მსოფლიო მოვლენათა კონტროლი.
18. ა) ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად განსაზღვრავს მათ ცხოვრებას შემთხვევითობა.
ბ) ფაქტიურად იღბალი, როგორც ასეთი არ არსებობს.
19. ა) ყოველთვის მზად უნდა იყო აღიარო საკუთარი შეცდომები.
ბ) ჩვეულებრივ სჯობს დამალო საკუთარი შეცდომები.
20. ა) ძნელია იმის გაგება, ნამდვილად მოსწონხარ თუ არა ადამიანს.
ბ) მეგობრების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნო პიროვნება ხარ.
21. ა) უსიამოვნებები, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება საბოლოო ჯამში სასიამოვნო მოვლენებით წონასწორდება.
ბ) უსიამოვნებები ფაქტიურად უუნარობის, უცოდინარობის, სიზარმაცის ან სამივე მათგანის შედეგია.
22. ა) თუ საკმაოდ მოვინდომებთ შევძლებთ პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას.
ბ) ხალხისათვის ძნელია პოლიტიკოსთა საქმიანობის გაკონტროლება.
23. ა) ზოგჯერ ვერ გაიგებ რა პრინციპით წერენ მასწავლებლები ნიშანს.
ბ) ნიშანს ცოდნა განსაზღვრავს.
24. ა) კარგი ხელმძღვანელი ინიციატივის საშუალებას აძლევს თანამშრომლებს.
ბ) კარგი ხელმძღვანელი თავად განსაზღვრავს ვინ რა უნდა აკეთოს.
25. ა) ხშირად მეჩვენება ნაკლებად ვახდენ ზეგავლენას იმაზე, რაც მემართება.
ბ) ვერ დავიჯერებ, რომ შემთხვევა ან იღბალი განსაზღვრავს ჩემს ცხოვრებას.
26. ა) ადამიანები მარტოხელა რჩებიან, რადგან არ ცდილობენ იყვნენ მეგობრულები.
ბ) არ ღირს იმაზე დიდი ძალისხმევის დახარჯვა, რომ ადამიანებს თავი მოაწონო.
27. ა) სკოლაში სპორტს ზედმეტი ყურადღება ეთმობა.
ბ) გუნდური სპორტი ხასიათის საუკეთესო ფორმირების საშუალებაა.
28 ა) რაც მემართება, ჩემით მემართება.
ბ) ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებას ვერ წარვმართავ.
29. ა) ხშირად არ მესმის თუ რატომ იქცევიან პოლიტიკოსები ასე და არა სხვანაერად.
ბ) საბოლოო ჯამში ადამიანები პასუხს თავად აგებენ ცუდ ხელისუფლებაზე

გასაღები
თუ თქვენს მიერ შემოხაზული პასუხები დაემთხვევა აღნიშნულ პუნქტებს დაიწერეთ ერთი ქულა და მიღებული ქულები დააჯამეთ.
2ა, 3ბ, 4ბ, 5ბ, 6ა, 7ა, 8ა, 9ა, 10ბ, 11ბ, 12ბ, 13ბ, 15ბ, 16ა, 17ა, 18ა, 20ა, 21ა, 22ბ, 23ა, 25ა, 26ბ, 28ბ, 29ა.
0 – 6 ქულა – შინაგანი კონტროლი (ინტერნალი)
6 – 10 ქულა – შერეული ლოკუს კონტროლი
11 – 23 ქულა – გარეგანი კონტროლი (ექსტერნალი)



?