6/27/2012

პირველი სმარტფონები BlackBerry 10-ის მართვის ქვეშ შესაძლოა სექტემბერში გამოვიდეს




კომპანია Research In Motion (RIM) ამზადებს კომუნიკატორების ორ ხაზს ახალი თაობის მობილური პლატფორმის BlackBerry 10-ის მართვის ქვეშ — L-Series და N-series. როგორც გვატყობინებენ, L-Series ხაზში შევა აპარატები RIM-ის ტრადიციული QWERTY-კლავიატურის გარეშე. ეს მოწყობილობები მიიღებენ დიდ სენსორულ დისპლეის ორგანულ შუქდიოდებზე (OLED). სავარაუდოდ, ეკრანის გარჩევადობა — 768×1280 პიქსელი ( 356 წერტილი დიუმზე), სიგანე — 55 მმ.




RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი Torsten Heins.

რაც შეეხება N-series-ს ხაზს, აქ შევა მხოლოდ ის სმარტფონები რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან QWERTY-კლავიატურით. ცნობილია, რომ ასეთი მოწყობილობების აღჭურვას RIM გეგმავს თხევადკრისტალური ან OLED-დისპლეებით, რომლების გარჩევადობაც იქნება 720×720 (300 წერტილი დიუმზე), ხოლო სიგანე — 52–53 მმ. პირველი L-Series კომუნიკატორები BlackBerry 10-ის მართვის ქვეშ შესაძლოა გამოვიდეს სექტემბერში. წინასწარნი მონაცემებით N-series მოწყობილობების ანონსი შედგება 2013 წლის დასაწყისში.

წყარო: GSMArena.com.