6/27/2012

ირანული წარმომავლობის, ჰოლანდიელი ფოტოგრაფის, მხატვრის და კოლაჟისტის – Ashkan Honarvar-ის შემოქმედების ძირითად თემატიკად, ადამიანის სხეული გახლავთ




ირანული წარმომავლობის, ჰოლანდიელი ფოტოგრაფის, მხატვრის და კოლაჟისტის – Ashkan Honarvar-ის შემოქმედების ძირითად თემატიკად, ადამიანის სხეული გახლავთ. ამჯერად, კი წარმოგიდგენთ მის მიერ განხორციელებულ სიურეალისტურ ფოტოპროექტს – “Faces”, რომელიც შექმნილია, რათა ნაჩვენები იქნეს ადამიანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების სასტიკი კვალი, რაც ომს სდევს თან.







მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა ტკბილეულითა და ნუგბარით შენიღბა პორტრეტები, მათ მიღმა მაინც საზარელი სისასტიკე და დაუნდობლობა იკითხება.