6/30/2012

Adobe წყვეტს მობილური Flash-ის მხარდაჭერას Android 4.1-ში




ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე Adobe-მ გამოაცხადა, რომ ის Flash-ის მობილურ ვერსიაზე მუშაობას წყვეტდა. Adobe-ს ამ განცხადებამ ფაქტიურად დაადასტურა Apple-ის სწორი გადაწყვეტილება, არ დაეჭირა მხარი იმ ტექნოლოგიისათვის, რომელიც კვდება. ასეა, თუ ისე, დადგა ის მომენტი, როდესაც Flash გაქრება Google Play-დან — ამა წლის 15 აგვისტო.


„ჩვენ აღარ მოვახდენთ Flash Player-ის ადაპტაციას ახალი მობილური ბრაუზერებისათვის და ახალი მოწყობილობებისათვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

Adobe-ის ამ გადაწყვეტილებით პირველ რიგში დაზარალდებიან Google Android-ის 4.1 ვერსიის მომხმარებლები — მასში უკვე აღარ იქნება Flash.

წყარო: blogs.adobe.com